ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინეთს კონსერვატორი პრეზიდენტი ჰყავს


ფინეთს კონსერვატორი პრეზიდენტი ჰყავს
ფინეთს კონსერვატორი პრეზიდენტი ჰყავს

ფინეთის კონსერვატორთა პარტიის ლიდერმა საული ნინისტოემ ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. 30 წლის შემდეგ პირველად, ფინეთს კონსერვატორი პრეზიდენტი ეყოლება.

ოფიციალური განცხადებით, ნაციონალური კოალიციის პარტიის წარმომადგენელმა ნინისტოემ არჩევნებში ხმების 63 პროცენტი დააგროვა. მწვანეთა პარტიის ლიდერს პეკა ჰაავისტოს კი ამომრჩეველთა ხმების 37 პროცენტი ხვდა წილად.

აღსანიშნავია, რომ ბატონი ნინისტოე ფინეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრია. იგი კონსერვატიული იდეების ერთგულია, თუმცა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარს არ აცხადებს. ფინეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება.

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთში პრეზიდენტს სიმბოლური ფუნქცია აკისრია, საგარეო საქმეთა მოგვარების პროცესი მაინც ქვეყნის პირველ პირს ევალება.

XS
SM
MD
LG