ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაველის საერთაშორისო ღვაწლი


ჰაველის საერთაშორისო ღვაწლი
ჰაველის საერთაშორისო ღვაწლი

ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად 1989 წელს აირჩიეს.

საერთაშორისო ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტია” ჩეხეთის ყოფილი ლიდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჰაველის დამსახურებების საერთაშორისო მნიშვნელობაზე საუბრობს.

ორგანიზაციის განცხადებით, ვაცლავ ჰაველი კავობრიობის ისტორიაში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოდ შევა და მას მომავალი თაობები უფრო მეტად დააფასებენ.

2003 წელს ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტიამ “ ვაცლავ ჰაველს უმაღლესი ჯილდო - ”სინდისის ელჩის” წოდება უბოძა.

ვაცლავ ჰაველი პოლიტიკური კარიერის გარდა, დისიდენტი დრამატურგი და ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველიც იყო.

ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად 1989 წელს აირჩიეს. ჩეხეტის რესპუბლიკას კი იგი 1993- 2003 წლებში მართავდა.

პარასკევს ჰაველის დაკრძალვის ცერემონიალს შეერთებული შტატების მხრიდან, ოფიციალურ დელეგაიასთან ერთად სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მისი მეუღლე ბილ კლინტონი დაესწრებიან.

XS
SM
MD
LG