ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კვლავ აფეთქებებია


ავღანეთში კვლავ აფეთქებებია

აფეთქებისას დაშავდა 12 ადამიანი.

ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხრეთ რეგიონის, ყანდაარის პროვინციაში გზის პირას ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი და დაიღუპა 15 ადამიანი, აქედან რვა ბავშვი.

ამის ფონზე, ავღანეთის აღმოსავლეთ რეგიონის, ლაგმანის პროვინციაში პოლიცია აწარმოებს გამოძიებას აფეთქების ირგვლივ, რომელმაც ორი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაჭრილია 9 ადამიანი.

ხოსტის პროვინციაში. პოლიციის განყოფილებასთან კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, აქედან სამი ხოსტის პროვინციის ორი პოლიციელი. აფეთქებისას დაშავდა 12 ადამიანი.

XS
SM
MD
LG