ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი ამერიკელების რეიდს გმობს


პაკისტანი ამერიკელების რეიდს გმობს
პაკისტანი ამერიკელების რეიდს გმობს

საქმის გამოძიება სპეციალურ კომისიას დაავალეს.

პაკისტანის პარლამენტმა დაგმო ამერიკელი კომანდოსების რეიდი, რომელიც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციით დამთავრდა.

თავად ამერიკაში საზოგადოებრივი ორგანიზაციები აღნიშნული რეიდის დროს გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალის გამოქვეყნებას მოითხოვენ.

პაკისტანის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა მკაცრად გააკრიტიკეს პაკისტანელი სამხედროები და დაზვერვის მაღალჩინოსნები და ამ საქმის გამოძიება სპეციალურ კომისიას დაავალეს.

საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, პენტაგონი არ აპირებს ბინ ლადენის წინააღმდეგ განხორციელებული რეიდის ამსახველი კადრების გამოქვეყნებას. პრეზიდენტმა ობამამ კი განაცხადა, რომ ბინ ლადენის სიკვდილის დამადასტურებელი ფოტოები ანტიამერიკულ განწყობას გააღვივებდა მთელს მსოფლიოში.

მიუხედავად ამისა, ამერიკის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბინ ლადენის საცხოვრებელ სახლში პორნოგრაფიული ხასიათის მასალები აღმოაჩინეს, თუმცა შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით, ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ყოველივე და ვერც იმის გაგება მოხერხდება ნანახი ჰქონდა თუ არა თავად ბინ ლადენს აღნიშნული მასალები.

XS
SM
MD
LG