ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ახალი ინიციატივა


ობამას ახალი ინიციატივა
ობამას ახალი ინიციატივა

დღეს პრეზიდენტმა ობამამ თავის ყოველკვირეულ გამოსვლაში ამერიკის მოქალაქეებს ახალი ინიციატივის შესახებ აუწყა. შეერთებული შტატების მთავრობა მექსიკის ყურეში და ალასკის რამდენიმე უბანზე ადგილობრივი საწვავის წარმოების მოცულობის გაზრდას გეგმავს.

პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ამერიკას საწვავის იმპორტზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის. რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას საწვავზე ფასების კონტროლის მეტ საშუალებას მისცემს.

ბატონი ობამა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი უახლოეს მომავალში საწვავის ფასებზე არ იმოქმედებს.

XS
SM
MD
LG