ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ლიაბიაში დრონებს გამოიყენებს


აშშ ლიაბიაში დრონებს გამოიყენებს
აშშ ლიაბიაში დრონებს გამოიყენებს

დრონების გამოყენება განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება ქალაქებში

ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება რაკეტებით დაკომპლექტებული დრონები გამოიყენოს ლიბიაში, რათა ნატოს სამხედრო კამპანიას სტრატეგიული უპირატესობა მიანიჭოს.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უპილოტო და დისტანციურად მართული დრონების გამოყენება მოიწონა:

„ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია და რომ იგი მზად არის ასეთი უპირატესობა გამოიყენოს. დღეს ამ დრონებმა პირველი მისია შეასრულეს. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს ქმედებას მეტ სიზუსტეს შესძენს “- აღნიშნა გეითსმა.

ოფიციალური პირების განცხადებით, დრონების გამოყენება განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება ქალაქებში, მაგალითად მისრატაში, სადაც მათ ხმელეთთან ახლო მანძილზე შეუძლიათ ფრენა და ობიექტების მიზანში უკეთ ამოღება.

XS
SM
MD
LG