ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუბერკულოზით მილიონობით ადამიანი იღუპება


ტუბერკულოზით მილიონობით ადამიანი იღუპება

დაავადებულთა 80 პროცენტი აფრიკის და აზიის ტერიტორიებზე, მათ შორის ჩინეთში და ინდოეთშია აღრიცხული.

წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ტუბერკულოზით 2015 წლისთვის დედამიწაზე საშუალოდ 10 მილიონამდე ადამიანი დაიღუპება. ანგარიში - „უტუბერკულოზო სამყაროსკენ“ - საერთაშორისო ორგანიზაციებმა 24 მარტს, ტუბერკულოზის მსოფლიო დღისთვის გამოაქვეყნეს.

დაავადებულთა 80 პროცენტი აფრიკის და აზიის ტერიტორიებზე, მათ შორის ჩინეთში და ინდოეთშია აღრიცხული. წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორის, სონია ტანევსკას თქმით, არც აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია წარმოადგენს გამონაკლისს. მათ შორის ამიერკავკასიის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებიც მოიაზრება:

„აღმოსავლეთ ევროპა განსაკუთრებული ზონაა. სამწუხაროდ აქ ტუბერკულოზის ისეთი ფორმაა გავრცელებული, რომლის მკურნალობა განსაკუთრებით რთულია. საქმე გვაქვს მრავალი წამლის მიმართ რეზისტენტულ ტუბერკულოზთან, რომელიც ძირითადად ამ რეგიონში გვხვდება.“

ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანის ინფიცირება ხდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. იქ მკურნალობა ხშირად შუა გზაზე წყდება, რადგან ის საკმაოდ ძვირია. ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა 100 დოლარიდან 7, 500-მდე ჯდება. თუმცა წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია მოხალისეთა ძალისხმევით, ათასობით ადამიანის გადარჩენას მაინც ახერხებს. საერთაშორისო ორგანიზაციას იმედი აქვს, რომ ის მოახერხებს 250 ათასი დოლარის შეგროვებას, რათა მილიონ ნახევარზე მეტ ავადმყოფს დაეხმაროს.

სავარაუდოდ, დედამიწაზე ყოველი მესამე ადამიანი ინფიცირდება ტუბერკულოზით, თუმცა უმრავლესობა ამას ვერც იგებს, რადგან ისინი ავად არ ხდებიან.

XS
SM
MD
LG