ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატი ახალ კანონს ამტკიცებს


ახალი კანონი ამერიკელ ჟურნალისტებს, გამომცემლებსა და ავტორებს უცხოეთში ცილისწამებლური ბრალდებებისგან დაიცავს.

შეერთებული შტატების სენატმა ორპარტიული ერთიანობით დაამტკიცა კანონი,რომელიც ამერიკელ ჟურნალისტებს, გამომცემლებსა და ავტორებს უცხოეთში ცილისწამებლური ბრალდებებისგან დაიცავს. კანონმდებლების აზრით,კანონი საჭიროა იმისთვის,რომ შეერთებული შტატების კონსტიტუციის მთვარი ფასეულობა - სიტყვის და პრესის თავისუფლება არ შეიბღალოს.

ახალი კანონპროექტის მთავარმა ინიციატორმა სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დემოკრატმა პატრიკ ლეჰმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაქტს,რომ ამერიკის დემოკრატიისთვის კონსტიტუციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

„კონსტიტუცია დემოკრატიის მთავარი საყდენია.იგი საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი რელიგია ვაღიაროთ და სიტყვის სრული თავისუფლება შევინარჩუნოთ. ზუსტად ამ კანონთა საშუალებითაა ჩვენი ქვეყანა ასეთი მრავალფეროვანი. ეს გახლავთ დემოკრატიის ჭეშმარიტი გარანტი “

სრული მხარდაჭერის შემდეგ, ამერიკელ ჟურნალისტთა, გამომცემელთა და ავტორთა უფლებების დაცვის კანონი წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო დამტკიცებისთვის გადაიგზავნება.სავარაუდოდ, მას იქაც წინააღმდეგობის გარეშე მიიღებენ.

სენატორი ლეჰის განცხადებით, ეს კანონი დაიცავს ამერიკულ სასამართლოებს კონსტიტუციის შებღალვის იარაღად რომ არ იქცნენ.

აღსანიშნავია ისიც,რომ ზემოხსენებული კანონის მოდელირება პირველად ნიუ იორკის შტატში მოხდა.ამის მიზეზი კი ამერიკელი მწერლის რეიჩელ ერენფილდის საქმე გახლდათ,რომელსაც ბრიტანული სასამართლო საკუთარი წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით ედავებოდა.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტების,ავტორებისა და გამომცემლების უფლებათა დაცვის კანონში კონგრესი შესწორებას დაამტკიცებს,შეერთებული შტატების სასამართლოებს, უცხოეთში ამერიკელ მოქალაქეთა მიმართ ცილისწამების ბრალდებით, აღძრული საქმეების განხილვა აეკრძალებათ.

ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის თავმჯდომარის მიშელ მალიოდ ბოლის განცხადებით,ქვეყნებს, რომლებსაც სიტყვის თავისუფლება შეზღუდული აქვთ,არ მიეცემათ საშუალება ამერიკელი მოქალაქეების წინააღმდეგ სარჩელი აღძრან და კანონით იმანიპულირონ.

აღსანიშნავია ისიც,რომ მსგავსი სასამართლო პროცესების სიმრავლით დღემდე დიდი ბრიტანეთი გამოირჩევა. ბოლის განცხადებით:

„ დიდი ბრიტანეთის სასამართლოებში მუდმივად განიხილება საქმეები,რომელთა საშუალებით სიტყვის თავისუფლების საერთაშორისო ღირებულებები უხეშად ირღვევა“

ბოლის აზრით, ახალი კანონმდებლობა არა მარტო ამერიკელთა ინტერესებს დაიცავს, არამედ მსოფლიოს ქვეყნებს სიტყვის თავისუფლების ფასეულობათა დაცვის საქმეშიც გაამხნევებს.

XS
SM
MD
LG