ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის არმიაზე პასუხისმგებლობის გადაბარება დაიწყო


ავღანეთის არმიაზე პასუხისმგებლობის გადაბარება დაიწყო

2001 წლიდან თალიბანის დამხობის შემდეგ ბამიანის პროვინცია შედარებით მშვიდ რეგიონად ითვლება.

ავღანეთში ცენტრალურ ბამიანის პროვიციაში ნატოს სამხედრო კოალიციამ ვითარებაზე კონტროლი ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადააბარა. ბამიანი ერთერთია იმ შვიდი რაიონიდან, სადაც პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ავღანელების მიერ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება.

2001 წლიდან თალიბანის დამხობის შემდეგ, ბამიანის პროვინცია შედარებით მშვიდ რეგიონად ითვლება. ნატოს კოალიცია უკვე იწყებს ავღანეთის ადგილობრივი ძალებისთვის ვითარებაზე კონტროლის გადაბარებას. პროცესი საბოლოოდ 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს, როდესაც საერთაშორისო კოალიციის ძალები სალხებში დაბრუნდებიან.

პარალელურად, ავღანეთში ძალადობა გრძელდება. აღმოსავლეთ პროვინციაში შეტაკება მოხდა ამბოხებულებსა და კოალიციის ძალებს შორის, რის შედეგადაც 10 ამბოხებული გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG