ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი კვლავ მთავარ ექსპორტიორად რჩება


რუსეთი კვლავ მთავარ ექსპორტიორად რჩება

გვალვების შედეგად მიყენებული ზარალის შემდეგ, რასაც ექსპორტის გაუქმება მოჰყვა, რუსეთი მსოფლიო სასოფლო სამეურნეო ბაზრებზე ხორბლის ექსპორტიორ ქვეყანად დაბრუნდა.

ხელისუფლების განცხადებით, გასულ აგვისტოში მომხდარი ხანძრების შედეგად, რუსეთის ხორბლის წარმოების მოცულობა შემცირდა, რასაც პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ექსპორტის აკრძალვით უპასუხა შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად.

ახლა ბატონი პუტინი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რუსეთი 15 ტრილიონი ტონა ხორბლეულის ექსპორტს განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსული ხორბლეულის ფასმა დაიკლო. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გავლენას მოახდენს რუსეთის მიერ ექსპორტის განახლება ხორბლეულის საერთაშორისო ბაზარზე.

XS
SM
MD
LG