ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრემიერი ბრალდებებს უარყოფს


პაკისტანის პრემიერი ბრალდებებს უარყოფს
პაკისტანის პრემიერი ბრალდებებს უარყოფს

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი უარყოფს განცხადებას იმის თაობაზე, რომ პაკისტანის მთავრობა ბინ ლადენის ქვეყანაში დამალვაში მონაწილეობდა. იუსუფ რაზა გილანმა ამის შესახებ დღეს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა. მან ამ ბრალდებას "აბსურდული" უწოდა.

გილანმა განაცხადა, რომ უსინდისობაა ინსინუაციები იმის შესახებ, რომ პაკისტანის ხელისუფლება დაზვერვის სამსახურის ჩათვლით, ალ-ყაიდას ქსელთან თანამშრომლობდა. ოსამა ბინ ალდენი პაკისტანის ქალაქ აბოთაბადში გასულ კვირას მოკლეს. პრემიერ-მინისტრმა ასევე გამთქვა შეშფოთება პაკისტანის მიწაზე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის ცალმხრივად მოქმედების შესახებ. თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ პაკისტანს შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს.

XS
SM
MD
LG