ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვაშინგტონ პოსტის" ახალი ინფორმაცია


"ვაშინგტონ პოსტის" ახალი ინფორმაცია
"ვაშინგტონ პოსტის" ახალი ინფორმაცია

მუმბაის ტერორისტულ აქტებამდე ამერიკელი აგენტები გაფრთხილებულები იყვნენ

"ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, 2008 წლის მუმბაის ტერორისტულ აქტებამდე ამერიკელი აგენტები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ეროვნებით ამერიკელი, პაკისტანში არსებულ ჯგუფს ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ეხმარებოდა.

"ვაშინგტონ პოსტში" ნათქვამია, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დევიდ ქოულმენ ჰედლის შესახებ გაფრთხილება მისი მეუღლისგან 2005 წლის აგვისტოში მიიღო.

გაზეთის უცნობი წყაროს განცხადებით, ჰედლის მეუღლემ აგენტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ფარულ მომზადებას გადიოდა მეამბოხეთა ჯგუფ ლაშკარ-ე-თაიბასთან, რომელიც ექსტრემისტებთან იყო კავშირში.

მუმბაიზე ტერორისტული თავდასხმები 3 დღეს გაგრძელდა და 166 ადამიანის სიცოცოხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG