ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


2011 წელს ამერიკის შეიარაღებული ძალების გარკვეული დანაყოფები ავღანელებისთვის სიტუაციაზე პასუხისმგებლობას გადააბარებენ.

ავღანეთში ამერიკელი საზღვაო ქვეითების მეთაური აცხადებს. რომ, მისი პროგნოზით მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები ავღანეთიდან გასვლას დაიწყებენ, მომავალი წლის ივლისისთვის, საზღვაო ქვეითები ავღანეთის სამხრეთში კიდევ რამდენიმე წელს გაჩერდებიან.

გენერალმა ჯეიმს კონვეიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ობამას მოლოდინი ავღანეთში სიტუაციის ნორმალიზაციის ირგვლივ ავღანელებს შორის იმედს ბადებს, თუმცა მხოლოდ მოკლე ვადიან პერსპექტივაში. თუმცა ქვეყნიდან ამერიკელების გასვლის შემდეგ, შესაძლოა პროცესები სხვაგვარად დაინახონ.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი ალ პესინი პენტაგონიდან მოგვითხრობს, რომ კონვეის შეფასებით, პრეზიდენტის გეგმა ამერიკელების გაყვანის შესახებ ავღანეთიდან განხორციელდება, თუმცა ეს სტრატეგია სავარაუდოდ არ შეეხება ავღანეთის არასტაბილურ სამხრეთს, სადაც ამერიკელი საზღვაო ქვეითები არიან თავმოყრილი.

კონვეის სჯერა, რომ 2011 წლისთვის, ამერიკის შეიარაღებული ძალების გარკვეული დანაყოფები მართლაც დაიწყებენ ავღანელებისთვის სიტუაციაზე პასუხისმგებლობის გადაბარებას, თუმცა მათ შორის არ ან ვერ შევლენ საზღვაო ქვეითები. ავღანეთის სამხრეთის ჰელმანდის და ყანდაარის პროვინციები თალიბთა სამალავია. ამიტომაც სიტუაციის ნორმალიზაციას იქ კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ კონვეი სულ ახლახანს დაბრუნდა ავღანეთიდან, სადაც შეამჩნია, თუ რამდენად გაიზარდა ოპტიმისტური განწყობა თალიბებს შორის, რომლებმაც ობამას გეგმის შესახებ შეიტყვეს და ახლა 2011 წლის ივლისისთვის ემზადებიან.

ამერიკელი სამხედრო მეთაური არ გამორიცხავს, რომ აშშ საჯარისო შენაერთების გასვლით, თალიბების მოძრაობამ კიდევ უფრო მეტი ძალა შეიძინოს. შესაძლოა მტერი ფიქრობდეს კიდეც , რომ მხოლოდ ივლისამდე უნდა გაძლოს, შემდეგ კი ყველაფერი ისევ მათ ნებაზე იქნება.

კონვეის განცხადებით, თალიბი ლიდერები ასევე ცდილობენ მოტივაცია გაზარდონ თავიანთ რიგებში, როცა კოალიციის ძალები კიდევ უფრო მეტად აქტიურობენ მეამბოხეებთან ბრძოლაში. თუმცა ამერიკელი გენერლის განცხადებით, თალიბი მეთაურების მცდელობები კრახის წინაშე აღმოჩნდება, როცა მათივე მებრძოლები მდგომარეობას უკეთ გააცნობიერებენ და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს სრული შემადგენლობით იხილავენ.

კონვეი აზუსტებს, რომ ამერიკელი საზღვაო ქვეითები, რომლებიც ავღანეთში ადგილობრივ და უცხოურ ძალებთან იბრძვიან, პროგრესს აჩვენებენ ჰელმანდისა და მის შემოგარენში. მათ შორის არიან ამერიკელი სნაიპერებიც, რომლებიც თალიბ სნაიპირებეს ებრძვიან და თალიბების ინფრასტრუქტურას ანეიტრალებენ.

კონვეის განცხადებით, სწორედ ამ ნაბიჯებმა ამერიკელების სიკვდილიანობის შემცირება აგვისტოს თვეში. თუმცა დასძინა ისიც, რომ თალიბები ისე არ შესუსტებიან და ვერც ავღანელები გაძლიერდებიან იმდენად, რომ უცხოური ძალების ქვეყნიდან გასვლა უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდეს.

კონვეიმ ასევე განაცხადა, რომ ავღანეთში ყველაზე მთავარია მშვიდობიანი მოსახლეობის დარწმუნება, რომ მხარი დაუჭირონ ავღანეთის მთავრობას და გადალახონ თალიბების მუქარა. როგორც კი თალიბი მეამბოხეები დაინახავენ, რომ უცხოელი ჯარისკაცები არ ნებდენიან, შესაძლოა მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს ეროვნული შერიგებისა და ერთობის მისაღწევად.

XS
SM
MD
LG