ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჟურნალისტების პროტესტი


რუსი ჟურნალისტების პროტესტი

ჟურნალისტების აზრით, გადაწყვეტილების მიზანია შეწყდეს პუტინის საწინააღმდეგოდ სტატიების გამოქვეყნება.

რუსული ჟურნალის “კომერსანტის” 50 ჟურნალისტი ღია წერილში საყვედურს გამოთქვამს იმის გამო, რომ მათ პრემიერ მინისტრის ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო კრიტიკული სტატიების წერა ეკრძალებათ.

ეს მიმართვა ჟურნალისტებმა მას მერე გაავრცელეს, რაც “კომერსანტის” მფლობელმა ალიშერ უსმანოვმა გამოცემის რედაქტორი და მთავარი მენეჯერი ეთიკის დარღევის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ყოველკვირეულ ჟურნალ “კომერსანტ ვლასტის” გახმაურებულ სტატიაში გამოვლენილი იყო გაყალბების ფაქტები საარჩევნო უბნებზე.

“კომერსანტის” ჟურნალისტებმა ჟურნალის რედაქტორისა და მენეჯერის გათავისუფლება დაშინების აქტად შეაფასეს. მათი აზრით, მსგავსი გადაწყვეტილების მიზანია, შეწყდეს პუტინის საწინააღმდეგო სტატიების გამოქვეყნება.

XS
SM
MD
LG