ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტჩის ოცი წლისთავი


პუტჩის ოცი წლისთავი
პუტჩის ოცი წლისთავი

მოსკოვში მდებარე თეთრი სახლის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ტანკზე შემდგარმა ბორის ელცინმა პუტჩი დაგმო.

დღეს, რუსეთში 1991 წლის 19 აგვისტოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან მეოცე წლისთავს აღნიშნავენ.

1991 წლის 19 აგვისტოს, კომუნისტური პარტიის რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსების ჯგუფმა საბჭოთა ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი ყირიმის საზაფხულო რეზიდენციაში შინა პატიმრობაში მოაქცია და დაგეგმილი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების დაბლოკვას შეეცადა.

რამდენიმე საათში მოსკოვში მდებარე თეთრი სახლის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ტანკზე შემდგარმა ბორის ელცინმა პუტჩი დაგმო.

გადატრიალების მცდელობა სამ დღეში დასრულდა და გორბაჩოვმა მოსკოვში დაბრუნება შეძლო.

XS
SM
MD
LG