ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოველდღიურ ელექტრონულ გაზეთ “utro.ru” –ს საიტზე გამოქვეყნდა წერილი, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ”ჩრდილოეთ კავკასიისთვის ბრძოლის ერთ-ერთ ეპიცენტრად შესაძლოა გახდეს სოჭის ოლიმპიადა, რომლის ჩაშლითაც რეგულარულად იმუქრება მიხეილ სააკაშვილი.

მოსკოვი თბილისს ჩრდილოეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს და რამზან კადიროვით ემუქრება.

ყოველდღიურ ელექტრონულ გაზეთ “utro.ru” –ს საიტზე გამოქვეყნდა წერილი, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ”ჩრდილოეთ კავკასიისთვის ბრძოლის ერთ-ერთ ეპიცენტრად შესაძლოა გახდეს სოჭის ოლიმპიადა, რომლის ჩაშლით რეგულარულად იმუქრება მიხეილ სააკაშვილი. რუსეთის ხელისუფლება მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერ მცდელობას რუსეთის მთლიანობის დაშლის, ხოლო ჩეჩნეთი ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის საყრდენი გახდება”.

”რუსეთი ვერ ახერხებს ჩრდილოეთ კავკასიაზე კონტროლის აღდგენას, რუსულ საზოგადოებაში უკვე ჩნდება დიდი კითხვის ნიშანი - სჭირდება თუ არა რუსეთს ჩრდილოეთ კავკასია?! რუსეთის ხელისფლებას არ სურს მარცხის აღიარება და ეძებს გარეშე მიზეზებს, რომელზეც გადაიტანს მთელ ყურადღებას” - თვლის ექსპერტი ვასილ ჭყოიძე :

” სოჭის ოლიმპიადა ეს ცალკე, ძალიან საინტერესო ფენომენია. არის ძალიან სერიოზული ეჭვი იმისა, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი უზარმაზარი თანხები დიდი ხანია დაილექა კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეებში. შესაბამისად, თუ ვინმე ნატრობს ახლა სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას, სწორედ ის კორუმპირებული ჩინივნიკები არიან, რომლებსაც, როგორც იტყვიან, შერჩებათ ეს ყველაფერი . ამიტომ მათ სჭირდებათ გარკვეული მიზეზი, მათ შეიძლება შექმნან დესტაბილიზაცია. ყველაზე იდეალური შერწყმა მათთვის იქნება ის, რომ თვითონ საერთაშორისო თანამეგობრობა იტყვის უარს ოლიმპიადის ჩატარებაზე. საერთაშორისო ოლიმპიური კონვენციით არ შეიძება ოლიმპიადის ჩატარება იმ ადგილებში, სადაც მოხდა ადამიანების მასობრივი მკვლელობა და გენოციდი, რაც რეალურად დასტურდება. მხოლოდ საქართველო არ მოიძიებს ამ დოკუმენტებს, კითხულობენ მთელი მსოფლიოს მეცნიერები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩერქეზების ისტორიით. სწორედ სოჭი იყო მასობრივი მკვლელობების ერთ-ერთი ტრაგიკული ადგილი, სადაც მოხდა ჩერქეზების მასობრივი განადგურება და შემდეგ განდევნა რუსეთის შეიარაღებული ზალების მიერ. ასე რომ. შესაძლოა საერთაშორისო თანამეგობრობამ თქვას უარი ამ ოლიმპიადის ჩატარებაზე. ეს ალბათ, ყველაზე იდეალური იქნება რუსეთისთვის და გადარჩება ის ხალხი, ვინც ეს მილიონები შეჭამა. ან არსებობს მეორე ვარიანტი.. თვითონ შექმნან გარკვეული იმიტაცია დესტაბილიზაციის და თქვან : შეუძლებელია ოლიმპიადის ჩატარება.. ცალკე ქართველები გვიწყობენ პროვოკაციას, ცალკე ტერორისტები გვებრძვიან ( ვინმეს ალბათ მოძებნიან) და შესაბამისად ოლიმპიადაც ჩაიშლება. ყოველ შემთხვევაში ის ტემპები, ის ხარისხი მშენებლობის, რომელიც დღეს ფიქსირდება, ვერანაირ საფუძველს ვერ იძლევა იმისა, რომ იქ შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით საერთაშორისო დონის ოლიმპიადის ჩატარება.

რაც შეეხება კადიროვს , რა თქმა უნდა ეს არის უსუსური მცდელობა. უსუსური დღეს, მაგრამ სამწუხაროდ 90-ან წლებში ეს ჭრიდა, ანუ, კავკასიელების ურთიერთსიძულვილის გაღვივება, მათი დაპირისპირება.. კადიროვი, რა თქმა უნდა , ყველაფერზე წამსვლელია. მაგრამ საბედნიეროდ ჩეჩენი ხალხი ამაზე , რა თქმა უნდა, არ წავა და არ ჩაერევა საქართველოს საქმეში , მითუმეტეს ძალიამიერი მეთოდების გამოყენებით. ჩეჩნეთში უკვე მუჯახედებინების და ამბოხებულების მხარეზეა უკვე უპირატესობა და ერთადერთი, რაც კადიროვს უნარჩუნებს ხელისუფლებას, ეს არის რუსული შეიარაღება.კადიროვმა იცის, რომ მასაც ბასაევის ან იამადაევის ბოლო ელის, თუ ის პროვოკაციაში ჩაერთვება. ამიტომ მე ეს მუქარა სერიოზულად არ მიმაჩნია, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც დაიწყო საერთო კავკასიური ამბოხება, ანუ ჩერქეზული ამბოხება უკვე გადაიზარდა საერთო კავკასიურ წინააღმდეგობაში, რომელიც მოიცვა არა მხოლოდ ინგუშეთი და დაღესტანი, არამედ ასევე ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ადიღეი. ასე რო, ამ ფონზე კავკასიური ფაქტორის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, ჩემი აზრით, უკვე შეუძლებელია”.

XS
SM
MD
LG