ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელენა ბონერი გარდაიცვალა


ელენა ბონერი გარდაიცვალა
ელენა ბონერი გარდაიცვალა

ბოლო წლებში ელენა ბონერი მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას.

შეერთებულ შტატებში 88 წლის ასაკში საბჭოთა პერიოდის უფლებათადამცველი ელენა ბონერი გარდაიცვალა. ის ნობელის პრემიის ლაურეატის აკადემიკოს ანდრეი სახაროვის მეუღლე იყო.

ელენა ბონერი შაბათს ბოსტონში გარდაიცვალა, სადაც ის ბოლო წლების მანძილზე ცხოვრობდა. მისი ქალიშვილის ტატიანა იანკელევიჩის განცხადებით, ელენა ბონერს მოსკოვში თავსი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

ბოლო წლებში ელენა ბონერი მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას და კონკრეტულად ვლადიმირ პუტინის მმართველობას.

XS
SM
MD
LG