ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ლიბიის დედაქალაქს ბომბავს


ნატო ლიბიის დედაქალაქს ბომბავს
ნატო ლიბიის დედაქალაქს ბომბავს

ნატოს საჰაერო დარტყმებმა კიდევ ერთხელ შეაზანზარა ლიბიის დედაქალაქი, მას შემდეგ რაც არაბულმა სახელმწიფოებმა 1,1 მილიარდი დოლარი გამოყვეს ლიბიის ოპოზიციური საბჭოს დასახმარებლად.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 22 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა ლიბიის პრობლემებზე მსჯელობას, თუმცა თავად ლიბიის ჯამახირიის ლიდერი იქ არავის დაუპატიჟია.

ლიბია წარსულში იტალიის კოლონია იყო და ახლა ყოფილმა მეტროპოლიამ 600 მილიონი დოლარი გამოყო ლიბიელი მეამბოხეების დასახმარებლად. ფრანგებმა თავის მხრივ 420 მილიონი დოლარი გაიღეს. კუვეიტი, კატარი და თურქეთიც არ აპირებენ ვალში დარჩენას.

ამ ფონზე, ამერიკელებმა მხოლოდ 26 მილიონი დოლარი გაიმეტეს ლიბიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნისთვის. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი განაცხადა, რომ მუამარ კადაფის დღეები დათვლილია.

XS
SM
MD
LG