პაკისტანის სამხედრო ოფიციალური პირები შეშფოთებულები აცხადებენ, რომ პაკისტანის მთავრობის წევრები ისლამისტებს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამართულ კამპანიაში უწყობენ ხელს. ეს შეშფოთება განსაკუთრებით მას შემდეგ გაღვივდა, რაც ალ-ყაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი პაკისატანში აღმოჩნდა.
ამის ფონზე პარასკევს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოულოდნელად ისლამაბდს ეწვია, სადაც იგი პაკისტანის პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და სხვა ოფიციალუირ პირებს შეხვდა.
ქალბატონმა კლინტონმა განაცხადა, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს ეჭვი არ ეპარება, რომ პაკისტანის მაღალჩინოსნებისთვის ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელი უცნობი იყო, მაგრამ მან იქვე დასძინა, რომ ამერიკის მთავრობა დარწმუნებულია რომ პაკისტანის მთავრობაში ბინ ლადენის მხარდამჭერი იმყოფება, რომელმაც ალყაიდას ლიდერის საქმიანობა და ადგილსამყოფელი იცოდა და დამხარებას უწევდა მას.