ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუიზიანას შტატში ჯებირებს გახსნიან


ლუიზიანას შტატში ჯებირებს გახსნიან

შეერთებული შტატების სამხედრო ინჟინრები დღეს მისისიპის მდინარის გასწვრივ ჯებირების გახსნისთვის ემზადებიან. გადაწყვეტილება მჭიდროდ დასახლებული ნიუ ორლეანის და ლუიზიანას დედაქალაქის ბატონ რუჟი მოსალოდნელი წყალდიდობისგან დასაცავად იქნა მიღებული. შედარებით უსაფრთხო ზონაში მათთან ერთად რამდენიმე მსხვილი ქიმიური და საწვავის გადასამუშავებელი საწარმო მოხვდება.

ჯებირების გახსნა ლუიზიანას შტატში ათი ათასობით ჰექტარზე განლაგებულ სოფლებს დატბორავს. 25 ათასი ადამიანი, 11 000 შენობა და ასობით ფერმა დაზიანდება. საუბარია მორგანზას გრანდიოზულ ჯებირზე, რომელიც მხოლოდ ერთხელ -1973 წელს იყო გახსნილი. სამხედრო ინჟინრების განცხადებით, ჯებირები რომ არ გაიხსნას, წყლის ნაკადი ისეთი მასიური იქნება, რომ ნიუ ორლეანის 85 ათასიან სტადიონს 50 წამში აავსებს.

ლუიზიანას გუბერნატორი, ბობი ჯინდალი, ამბობს, რომ მისი შტატი ყველაფერს იღონებს, რათა ზარალი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. თან წყალდიდობის ზონაში სასწრაფო ევაკუაციას აცხადებს. წითელი ჯვარი მობილიზებულია და რამდენიმე კვირით დროებით თავშესაფრებს ამზადებს.

XS
SM
MD
LG