ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა სტიქიით დაზარალებულ შტატებში ჩადის


ობამა სტიქიით დაზარალებულ შტატებში ჩადის

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ამერიკის სამხრეთ აღმოსავლეთის შტატებში ჩავა, რათა პირადად გაეცნოს ქარიშხლების შედეგად მიყენებულ ზარალს .

სტიქიურმა უბედურებამ სამხრეთის შტატებში ოთხშაბათს 305 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პრეზიდენტი ალაბამას შტატში ადგილობრივ ხელმძღვანელებს და მოსახლეობას შეხვდება.

ობამამ ამ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეროვნული გვარდიის ორი ათასი ჯარისკაცი სამაშველო სამუშაოებში იღებს მონაწილეობას.

ალაბამაში სტიქიამ ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაზარალდა ჯორჯიის, მისისიპის, ტენესის და არკანზასის შტატები.

XS
SM
MD
LG