ავღანეთის სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმისას, პოლიციის განყოფილების უფროსი დაიღუპა.
აფეთქება პოლიციის შენობასთან მოხდა. ტერორისტი პოლიციელის ფორმაში იყო გადაცმული და ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციელებთან შორიახლოს ააფეთქა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი პოლიციელი.
ყანდაარის პროვინცია თალიბებთან ბრძოლის ეპიცენტრია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მეამბოხეებმა პოლიციისა და მთავრობის მოხელეებზე არაერთი თავდასხმა განახორციელეს.