ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არღვევს თუ არა კანონს "ვიკილიკსი"?


არღვევს თუ არა კანონს "ვიკილიკსი"?
არღვევს თუ არა კანონს "ვიკილიკსი"?

ამ საკითხთან დაკავშირებით, ავსტრალის ფედერალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ავსტრალის ფედერალურმა პოლიციამ დაიწყო გამოძიება, იმის შესახებ, დაირღვა თუ არა ავსტრალიის კანონები „ვიკილიკსის“ საიტის მიერ ათასობით საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების დროს.

აღსანიშნავია, რომ „ვიკილიკსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჯი ავსტრალიის მოქალაქეა. ავსტრალიის გენერალურმა პროკურორმა რობერტ მაკლელანდმა დღეს არ გამორიცხა, რომ შესაძლოა „ვიკილიკსის“ ქმედებით, სისხლის სამართლის რამდენიმე კანონი იყოს დარღვეული.

მაკლელანდმა ასევე განაცხადა, რომ მან ჩამოაყალიბა საგანგებო დავალებათა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის "ვიკილიკსის" მიერ ავსტრალიაზე შესაძლო ზიანის მიყენების საკითხს.

XS
SM
MD
LG