ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბასკი სეპარატისტები ხელშეკრულებას თანხმდებიან


ბასკი სეპარატისტები ხელშეკრულებას თანხმდებიან
ბასკი სეპარატისტები ხელშეკრულებას თანხმდებიან

ზავის გაგრძელების შესახებ განცხადება დაჯგუფება ეტას ორმა ვინაობა დაუდგენელმა პირმა გააკეთა.

დღეს ესპანეთში შეიარაღებული ბასკმა სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ცეცხლის შეწყვეტის დროებითი ზავი მუდმივი ხელშეკრულებით შეცვალონ.

ცეცხლის შეწყვეტის დროებითი ზავის, სახელწოდებით ბრიუსელის დეკლარაციის პირობები 20 ქვეყნის ლიდერმა მოამზადა და განიხილა. დოკუმენტი ორივე მხარეს მოუწოდებს კონფლიქტი მშვიდობიანი ძალებით მოაგვარონ.

ზავის გაგრძელების შესახებ განცხადება დაჯგუფება ეტას ორმა ვინაობა დაუდგენელმა პირმა გააკეთა. მათ იქვე აღნიშნეს, რომ მზად არიან სხვა სახის დათმობაზეც წავიდნენ.

თუმცა ეს განცხადება ესპანეთის მთავრობის მიერ უკუგდებული იქნა, ისინი თვლიან რომ ეტა დროის მოგებას ცდილობს და ამ წინადადებას ძალების მოკრება და შეიარაღება უდევს სარჩულად.

XS
SM
MD
LG