ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში მუსლიმთა რიცხვი მატულობს


იტალიაში მუსლიმთა რიცხვი მატულობს
იტალიაში მუსლიმთა რიცხვი მატულობს

მუსლიმებს დამატებითი მოთხოვნები უჩნდებათ.

ბოლო დროს მსოფლიოში ისლამური თემის გააქტიურების პარალელურად, იტალიაში, მიგრაციის გამო, მუსლიმთა რიცხვი ზრდას იწყებს და მათ დამატებითი მოთხოვნები უჩნდებათ. ერთერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა, საცხოვრებელ და სამუშა ადგილებთან ახლოს სალოცავების აშენებაა.

ფლორენციაში, მუსლიმთა ლიდერმა ახლახანს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხანში იგი იტალიის მთავრობას წარუდგენს ახალი მეჩეთის პროექტს, რომელიც რენესანსის პერიოდის არქიტექტორის, ჯოტოს ნაგებობების მსგავსი იქნება. იმამი იზედინ ელზირი ამბობს, რომ იტალიაში მცხოვრებლებს ადგილობრივი არქიტექტურის პატივისცემა მართებთ.

მეჩეთის გარე არქიტექტურა თეთრ და მწვანე მარმარილოში იქნება გადაწყვეტილი. ქალაქის უმეტესი ისტორიული ძეგლების შესაბამისად. პროექტს ბევრი მომხრე და პოზიტიური გამოხმაურება მოყვა. მათ შორის ადგილობრივი ქრისტიანული საზოგადოებისგან.

თუმცა, ანტი მიგრანტთა ჩრდილოეთის ლიგა ამ იდეის წინააღმდეგი გამოვიდა. მოტივი ის არის, რომ მსგავსი, სახის მშენებლობები საზოგადოებაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ზოგიერთი რეფენდუმის ჩატარების იდეითაც გამოვიდა.

ამასობაში, მილანში მეჩეთის პროექტს აზრთასხვადასხვაობა მოყვა, ადგილობრივი მთავრობა ამის წინააღდეგია, რასაც ქალაქში და მის გარშემო მცხოვრებ მუსლიმთა წინააღმდეგობა მოყვა.

მილანის არქიეპისკოპოსმა, დიონიჯი ტეტამანციმ ადგილობრივ მთავრობას მოუწოდა, რომ მეჩეთის აგებას მწვანე შუქი მისცენ. მისი განცხადებით, ქალაქის მთავრობამ მოსახლეობას რელიგიური თავისუფლების გარანტიები უნდა მისცეს.

“მთავარი პრობლემა ის არის, რომ მეჩეთი მილანის მთავრობის პრიორიტეტებშია არ შედის. დღესდღეობით მილანში არ მეგულება სანდო და ნდობით აღჭურვილი მსულიმები, ვისთანაც დიალოგის წარმართვა შეიძლება. აქედან გამომდინარე, მეჩეთი მილანისთვის პრიორიტეტებს შორის ბოლო ადგილზეა.”

აბდელ ჰამიდ სარი, მილანში ისლამური კულტურული ცენტრის ხელმძღვანელია. წარსულში, ასობით მუსლიმი მილანის ქუჩებში, მეჩეთის გარეთ ლოცულობდა, მაგრამ ქალაქის მთავრობამ ამას 2 წლის წინ ბოლო მოუღო. მათ მეჩეთი საზოგადოებრივი წესრიგის მოტივით დაკეტეს. ოფიციალურმა პირებმა მას “ ტერორიზმის სამოთხის” შეფასებაც მისცეს. იტალიაში მცხოვრები მუსლიმის, შარის განცხადებით, ახლა ის და მისი მეგობრები მეჩეთში უკანონოდ ლოცულობენ.

“იყო ადგილები, როლებშიც მანამდე არ ლოცულობდნენ, ფარეხები, სათამაშო მოედნები და ახლა ლოცვა სწორედ იქ გვიწევს. ჩვენ ეს ადგილები გამოუვალი მდგომარეობის გამო ავირჩიეთ.”

მილანში სულ ასი ათასი მუსლიმი ცხოვრობს. ჩრდილოეთის ლიგის თავმჯდომარის სალვინის განცხადებით, რეგულარულად მათი მხოლოდ მცირე ნაწილი ლოცულობს. მისი განცხადებით, მილანში მეჩეთის აშენება აბსოლუტურად უადგილოა 5 პროცენტზე ნაკლები ისლამისტი მორწმუნისთვის, ისევე როგორც მილანში მცხოვრები ხალხისთვის.

XS
SM
MD
LG