ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ქვეყნების შეშფოთება


მსოფლიოს ქვეყნების შეშფოთება
მსოფლიოს ქვეყნების შეშფოთება

რეჯებ ტაიფ ერდოღანმა ისრაელის რეიდს სისხლიანი მკვლელობა უწოდა და მას სახელმწიფო ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

თურქეთის პრემიერ მინისტრმა დაგმო ისრაელის თავდასხმა ღაზას სექტორში შემავალ გემზე.

დღეს, რეჯებ ტაიფ ერდოღანმა ისრაელის რეიდს სისხლიანი მკვლელობა უწოდა და მას სახელმწიფო ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თავდასხმით ისრაელმა საერთაშორისო კანონმდებლობა დაარღვია და მსოფლიოში მშვიდობას შეუქმნა საფრთხე.

ერდოღანმა ამასთან ისრაელს მოუწოდა შეწყვიტოს ღაზას სექტორის ბლოკადა, რომელსაც მან არაჰუმანური უწოდა და გააფრთხილა ისრაელი, რომ მან თურქეთის მოთმინება არ უნდა გამოცადოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ისრაელმა რეიდი განახორციელა ღაზას სექტორში შემავალ გემების ფლოტილიაზე, რომლის შეამდგენლობაში მშვიდობიანი თურქი აქტივისტებიც შედიოდნენ.

ერდოღანმა ამ ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა შესატყვისი ზომები იქნას მიღებული ისრაელის მოქმედებების დასაგმობად. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრემიერ მინისტრის განცხადებები მოსდევს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რამდენიმე საათით ადრე მიღებულ შეთანხმებას, რომელიც ამ თავდასხმის ირგვლივ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. რუსეთისა და ევროკავშრის წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს ანალოგიური მიმართვა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმად დავუთოღლუმ გუშინ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მიმდინარე ვიზიტი შეწყვიტა და ნიუ იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სესიაზე დასასწრებად ჩავიდა.

დავუთოღლუ: „ეს აქტი სახელმწიფოს მიერ ჩადენილი მკვლელობაა. მას არანაირი გამართლება არ აქვს. სახელმწიფოს რომელიც ამგვარ ნაბიჯზე მიდის, ყოველგვარი ლეგიტიმურობა აქვს დაკარგული როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულყოფილ წევრს. „

თურქეთის რეაქციის პარალელურად, მთელს მსოფლიოში გრძელდება საპროტესტო აქციები და შეშფოთება ისრაელის რეიდის მისამართით.

გემების ბორტზე მშვიდობიანი მოქალაქეები და აქტვისტები იმყოფებოდნენ. თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. აზიის ქვეყნებში ამ რეიდს მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ინდონეზიაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, დემონსტრანტებმა ამერიკის პრეზიდენტს მოუწოდეს ისრაელს პასუხი მოსთხოვოს მომხდარზე.

ინდონეზიელები აცხადებენ, რომ ეს რომ ამერიკული ან ისრაელის კუთვნილი გემი ყოფილიყო და მის ბორტზე მყოფი მუსლიმები მოეკლათ, მათ მთელი მსოფლიო ტერორისტებად მონათლავდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღესვე განაცხადა, რომ თავდასხმა მიუღებელია.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს აშშ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდა.

XS
SM
MD
LG