ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰიუმან რაითს ვოჩი" ჯო ბაიდენს მოუწოდებს


"ჰიუმან რაითს ვოჩი" ჯო ბაიდენს მოუწოდებს
"ჰიუმან რაითს ვოჩი" ჯო ბაიდენს მოუწოდებს

ბატონი როთი და ორგანიზაციის სამი აქტივისტი შეეცადნენ ბაიდენისთვის ჩინეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროზე ნათელი წარმოდგენა შეექმნათ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ შეერთებულ შტატებს, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას ცენტრალურ საკითხად ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი განიხილოს.

ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს ვოჩის" ხელმძღვანელმა კენეტ როთმა "ამერიკის ხმასთან " ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ამ საკითხთან დაკავშირებით გულახდილად ესაუბრა.

ბატონი როთი და ორგანიზაციის სამი აქტივისტი შეეცადნენ ბაიდენისთვის ჩინეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროზე ნათელი წარმოდგენა შეექმნათ. მათი აზრით, ჩინეთის ლიდერთან საუბრისას ეს საკითხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ,ვიდრე ცალკეულ პოლიტიკურ პატიმართა საქმეებზე ყურადღების გამახვილება.

როგორც ბატონმა როთმა აღნიშნა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აქტივისტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი არა მხოლოდ დასავლური, არამედ უნივერსალური ფასეულობაა.

ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა მომავალ კვირას ვაშინგტონში იგეგმება.

XS
SM
MD
LG