ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი ახალ გეგმაზე მუშაობს


პენტაგონი ახალ გეგმაზე მუშაობს
პენტაგონი ახალ გეგმაზე მუშაობს

თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა მიიჩნევს, რომ წესებში შეტანილი ცვლილებები განახლების პროცესის დასაწყისია.

პენტაგონი ამზადებს გეგმას, რომლის მიხედვითაც სამხედრო სფეროში მოსამსახურე ქალებს უფლება მიეცემათ ფრონტის ხაზთან ახლოს იმსახურონ.ახალი წესის თანახმად, შემსუბუქდება ყველა ის აკრძალვა, რითაც ქალი ჯარისკაცები ბოლო ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ. აქედან გამომდინარე, სამხედრო სამსახურებში 140,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ვაკანსიები გაიხსნება სამედიცინო და სადაზვერვო სამსახურების იმ ბატალიონებში, რომლებიც საბრძოლო ოპერაციების მახლობლადაა დაბანაკებული. ცვლილებები უმეტესწილად შეეხება ქვეით და საზღვაო ბატალიონებს.

პენტაგონის პრესსამსახურის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა მიიჩნევს, რომ წესებში შეტანილი ცვლილებები განახლების პროცესის დასაწყისია.

პენტაგონი ახალ გეგმას კონგრესს ხუთშაბათს გადაუგზავნის, რომლის შემდეგაც კანონმდებლები გადაწყვეტენ, შეაჩერონ თუ განიხილონ იგი სამომავლოდ.

XS
SM
MD
LG