ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთისთვის დახმარება -ნაბიჯი სტაბილიზაციისკენ


საბერძნეთისთვის დახმარება -ნაბიჯი სტაბილიზაციისკენ
საბერძნეთისთვის დახმარება -ნაბიჯი სტაბილიზაციისკენ

ათენი ევროპის კერძო ინვესტორებიდანაც ელის მნიშვნელოვან დახმარებას.

საბერძნეთის ხელისუფლებამ შვებით ამოისუნთქა, მას შემდეგ, რაც მეორედ მიიღო ევროპისგან ფინანსური დახმარება, რომელიც მას ეკონომიკის სტაბილიზაციის საშუალებას მისცემს და კიდევ ერთხელ გადაარჩენს დეფოლტისგან.

ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებით, საბერძნეთს 155 მილიარდი დოლარის შემწეობაა აღმოუჩინეს, გარდა ამისა ათენი ევროპის კერძო ინვესტორებიდანაც ელის მნიშვნელოვან დახმარებას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ საბერძნეთისთვის გაწეული დახმარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებულ მარშალის გეგმას შეადარა.

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის ევანგელოს ვენიზელოსის განცხადებით, ეს დახმარება დიდი შვებაა საბერძნეთის ეკონომიკისთვის.

XS
SM
MD
LG