ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ბალისტიკურ სარაკეტო სისტემებს ცდის


ირანი ბალისტიკურ სარაკეტო სისტემებს ცდის

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰეიგის, განცხადებით, ირანი ბალისტიკური სარაკეტო სისტემების გამოცდას აწარმოებს, რომელთაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლიათ. საიდუმლო გამოცდებით ირანი გაეროს 1929 წლის უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს, აღნიშნა მინისტრმა ბრიტანულ პარლამენტში გამოსვლისას.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა რამინ მეჰმანპარასტმა ბრალდება უარყო. როიტერის სააგენტოსთან საუბარში მან განაცხადა, რომ სარაკეტო სისტემებს, რომელთა გამოცდაც ირანში ჩატარდა, ბირთვული ქობინის გადატანის უნარი არ შესწევთ.

ირანის მთავრობას ახსნა-განმარტების მიცემა გასულ კვირას მთავრობის რამდენიმე წევრის კორუფციის ბრალდებით დაპატიმრების გამოც უწევს. მათ შორის ირანის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აჰმადინეჟადთან, დაახლოებული ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი -მუჰამედ შარიფ მალექზადეცაა. ირანის პრეზიდენტი თვლის, რომ ეს დაპატიმრებები მასზე პოლიტიკური ზეწოლის გაზრდის ნიშანია.

XS
SM
MD
LG