ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თავდასხმები გრძელდება


ავღანეთში თავდასხმები გრძელდება
ავღანეთში თავდასხმები გრძელდება

გუშინ ნატოს სამხედრო ძალებზე განხორციელებული თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა.

ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა გერმანელების სამხედრო კოლონაზე მიიტანა იერიში. შეტევის შედეგად სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ასევე შეტევა განხორციელდა ნატოს ძალებზე ქალაქ ყუნდუზში, რაზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

ნატოს წარმომადგენლის მაიორ ტიმ კეიმსის განცხადებით, კოალიციის ძალებში მსხვერპლი არ ყოფილა. თუმცა, გუშინ ნატოს სამხედრო ძალებზე განხორციელებული თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა. ალიანსის წარმომადგენელთა ცნობით, ორი შეტევის შედეგად 7 სამხდერო დაიღუპა. შეტევები სხვადასხვა ადგილზე განხორციელდა.

XS
SM
MD
LG