ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პრეზიდენტი პაკისტანში ჩადის


ავღანეთის პრეზიდენტი პაკისტანში ჩადის
ავღანეთის პრეზიდენტი პაკისტანში ჩადის

კარზაი პაკისტანს ტერორსტების მფარველობაში ადანაშაულებს.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი პაკისტანში ჩავიდა ამ ქვეყნის მთავრობის პოზიციის დასაზვერად, მაშინ როდესაც თავად თალიბებთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

ეს ავღანეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია პაკისტანში, ამერიკელი კომანდოსების მიერ ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის შემდეგ.

ავღანეთის ლიდერი დღეს პაკისტანის პრეზიდენტს აზიფ ალი ზარდარის შეხვდა. ამ ლიდერებს არცთუ ისე მეგობრული დამოკიდებულება აკავშირებთ ერთმანეთთან, რადგან კარზაი პაკისტანს ტერორსტების მფარველობაში ადანაშაულებს, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ კი ბატონმა კარზაიმ განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ისლამაბადში უნდა დაიწყოს და ქაბულს თავი უნდა დაანებონ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ კარზაის დელეგაციაში ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ბურჰანუდდინ რაბანი იმყოფება, რომელიც ამჟამად თალიბებთან შერიგების პროცესს ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG