ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის მთავრობასთან მოლაპარაკება დაიწყო


იემენის მთავრობასთან მოლაპარაკება დაიწყო

შეაიარაღებული შეტაკებების დაწყებამდე ათასობით იემენელი გამოვიდა ქუჩაში პრეზიდენტ ალი აბდულა სალეს გადადგომის მოთხოვნით.

ოპოზიციურ ტომთა ბელადები იემენის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

მეამბოხეებმა იემენის დედაქალაქის გარეუბანში მდებარე რესპუბლიკური გვარდიის სამხედრო ბაზა აიღეს და ამ ბაზის მეთაური გამოასალმეს სიცოცხლეს.

იემენის სამხედროებთან შეტაკებაში ოპოზიციის 6 მებრძოლი დაიღუპა. მეამბოხეების განცხადების თანახმად, მთავრობამ უბრალოდ დაბომბა აღნიშნული ბაზის ტერიტორია, მას შემდეგ რაც ის ოპოზიციონერებმა ჩაიგდეს ხელში.

შეაიარაღებული შეტაკებების დაწყებამდე ათასობით იემენელი გამოვიდა ქუჩაში პრეზიდენტ ალი აბდულა სალეს გადადგომის მოთხოვნით.

იემენის უშიშროების ძალები ჰაშიდის ტომის ბელადის შეიხ სადიყ ალ-აჰმარის ერთგულ მეომრებს ებრძვიან იემენის დედაქალაქ სანაში. ალ-აჰმარის მებრძოლებს შეიხ აბდულ მაჯიდ ალ-ზინდანის ხალხიც შეუერთდა, რომელსაც შეერთებული შტატები ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებენ. ამ ბრძოლების შედეგად 100-მდე ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG