ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ"


"ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ"
"ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ"

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შეუძლია ერთმანეთს არ დაეთანხმოს სხვადასხვა საკითხებზე.

საფრანგეთის ქალაქ დოვილში შეკრებილი დიდი რვიანის სახელმწფოთა ლიდერები ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის გადადგომის მოწოდებით გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ბლოკს შეუძლია 40 მილიარდი დოლარი გამოყოს იმ არაბული სახელმწიფოებისთვის, რომლებიც დემოკრატიულ მმართველობაზე გადასხვლას ცდილობენ.

ეს განცხადება საბოლოო დეკლარაციის ტექსტში ჩაიდო და ამით ორ დღიანი სამიტი დასრულდება.

რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები დევილში ჩასვლისთანავე შეხვდნენ ერთმანეთს.მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა მაშინვე გამოიკვეთა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შეუძლია ერთმანეთს არ დაეთანხმოს რიგ საკითხებზე.

"ჩვენი ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ ყველაფერში ერთმანეთს ვეთანხმებით ან ვიზიარებთ საერთო აზრს. ეს შეუძლებელია" -აღნიშნა რუსმა ლიდერმა

ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ის ამ საკითხის შესახებ მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა:

"ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ, რათა ის მიდგომა და კონფიგურაცია გამოვიმუშავოთ, რომელიც ორივე ქვეყნის უსაფრთხოების მოთხოვნებს შეესაბამება“- აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ.

XS
SM
MD
LG