ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კვლავ ტერორისტული აქტი განხორციელდა


ავღანეთში კვლავ ტერორისტული აქტი განხორციელდა
ავღანეთში კვლავ ტერორისტული აქტი განხორციელდა

დღეს ავღანეთის ქალაქ ყანდაღარში პრივინციის გუბერნატორზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მთავრობის სპიკერის განცხადებით, ყანდაღარში სამი სამოქალაქო პირია დაჭრილი.

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს და განაცხადეს, რომ მათ შეიარაღებული ხალხი კიდევ რამდენიმე ადგილას ჰყავთ გაგზავნილი. აფეთქებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა თალიბთა განცხადება იმის შესახებ, რომ ბინ ლადენის სიკვდილი მეამბოხეებს მორალურად და სულიერად კიდევ უფრო გააძლიერებს.

თალიბები გაზაფხულის იერიშის დაწყებით იმუქრებიან და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეთა და ავღანეთის სამთავრობო პირების განადგურებით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, ყანდაღარი თალიბური მოძრაობის სამშობლოა.

XS
SM
MD
LG