ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზიმ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა


სარკოზიმ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა
სარკოზიმ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა

ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე მატულობს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საერთაშორისო საზოგადოებას ბირთვული უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტების შემოღებისკენ მოუწოდა.

ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრთან ნაოტო კანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბატონმა სარკოზიმ აღნიშნა, რომ ბირთვული ენერგიის განვითარება აუცილებელია, რადგან სამყაროს სითბური გაზების გამონაბოლქვი ემუქრება.

ამასობაში კიდევ უფრო გაიზარდა ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე. მიწისძვრისგან წარმოქმნილი ცუნამით დაღუპული ადამიანების რიცხვმა კი 11 400 გადააჭარმა, 16 500 ადამიანი კი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

XS
SM
MD
LG