ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს შვიდი წამყვანი ქვეყანა იაპონიას ეხმარება


მსოფლიოს შვიდი წამყვანი ქვეყანა იაპონიას ეხმარება

მსოფლიოს შვიდი წამყვანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იაპონიის დასახმარებლად. ამ მიზნით ისინი იაპონური იენის კურსის დაწევას ცდილობენ.

იაპონიის ეკონომიკისთვის ექსპორტს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, ამის გამო იენის კურსის აწევამ მსოფლიო ბაზარზე იაპონური პროდუქციის გაძვირება გამოიწვია, რასაც დიდი ზარალი მოაქვს ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის.

მსოფლიოს შვიდი წამყვანი კაპიტალისტური ქვეყანა იაპონური იენის მარაგის გაყიდვას იწყებენ დოლარებზე, ევროებზე და მსოფლიოს სხვა ვალუტაზე, რაც ბაზარზე იენის ჭარბი რაოდენობით მიმოქცევას გამოიწვევს და ამ ვალუტის კურსი თავისით დაეცემა.

XS
SM
MD
LG