პენტაგონთან შეკრებილი ხალხის წინ გამოსვლისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის ავტორებმა არა მხოლოდ შენობებზე, არამედ ამერიკულ იდეაზე მიიტანეს დარტყმა.
ამერიკის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის, ადმირალ მაიკ მალენის განცხადებით, 11 სექტემბრის ტერაქტში გადარჩენილები გარდაცვლილებს პატივს საკუთარი სიცოცხლით მიაგებენ.
ნიუ იორკში, ე.წ “გრაუნდ ზიროს “ ადგილას, ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სხვა მაღალჩინოსნებმა და უბრალო მოქალაქეებმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყეს.