ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის მთავრობა დახმარებას ითხოვს


მეამბოხეები იმუქრებიან, რომ დედაქალაქ მოგადიშუს ბოლომდე ჩაიგდებენ ხელში.

სომალის მთავრობა მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლად მსოფლიო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მეამბოხეები იმუქრებიან, რომ დედაქალაქ მოგადიშუს მალე ბოლომდე ჩაიგდებენ ხელში.

მთავრობამ ეს განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გასამხედროებულმა დაჯგუფება შაბაბმა ქვეყნის ერთ-ერთი ცენტრალური საგზაო მაგისტრალის - მუკა-მუკარამას ხელში ჩაგდება სცადა.

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სომალის პრეზიდენტმა შეიხ შარიფ შეიხ აჰმედმა საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებელი დახმარება სთხოვა და აღნიშნა, რომ სომალი დახმარების გარეშე ვერ შეძლებს ალ ყაიდასა და ალ შაბაბს შორის არსებული ალიანსისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

აფრიკის კავშირის დაახლოებით 6 ათასი ჯარისკაცი უკვე იმყოფება მოგადიშუში.

XS
SM
MD
LG