ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეთიოპიაში "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი დააკავეს


პარასკევს ეთიოპიის დედაქალაქში "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი მუსლიმთა დემონსტრაციის გადაღების დროს დააკავეს.

თვითმხილველთა განცხადებით, პიტერ ჰეინლეინი და მისი თარჯიმანი სიმეგინე იეკოიე პოლიციამ მაშინ აიყვანა, როდესაც ისინი აქციის ერთერთ მონაწილესთან ინტერვიუს წერდნენ. თვითმხილველების თქმით, დემონსტრაციაზე მყოფმა პოლიციამ სხვა ჟურნალისტც შეაჩერა და ვინაობის დადგენის შემდეგ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის აღმოსალვეთ აფრიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომ როდსმა დაადასტურა, რომ ეთიოპიის ხელისუფლება ჰეინლეინს "არაპროფესიონალურ და უკანონო" ქმედებაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG