ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაკავებულია მექსიკური ნარკოკარტელის ლიდერი


დაკავებულია მექსიკური ნარკოკარტელის ლიდერი
დაკავებულია მექსიკური ნარკოკარტელის ლიდერი

ოპერაციის მიზანია, მექსიკაში ნარკოკარტელების საქმიანობა ალაგმოს.

მექსიკის ფედერალური პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ნარკოტრეფიკინგში ეჭვმიტანილი ლუის როდრიგეს ოლივიერა, რომელზეც ძებნა შეერთებულ შტატებსაც ჰქონდა გამოცხადებული.

ეჭვმიტანილი ზედმეტსახელად “ელ გუერო” პოლიციამ მეხიკოს აეროპორტში ოთხშაბათს დააკავა.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა როდრიგესის შესახებ ინფორმაციაში 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.

ლუის როდრიგეს ოლივიერას 1996-2008 წლამდე დიდი რაოდენობით კოკაინის გადაზიდვა და ფულის გათეთრება ედება ბრალად.

“ელ გუერო” მეორე ეჭვმიტანილია, ვინც მექსიკის პოლიციამ ორი კვირის წინ დაწყებული ნარკოკარტელების საწინააღმდეგო ოპერაციის დროს დააპატიმრა.

გასულ კვირას მეხიკოს პოლიციის მიერ დაკავებული იქნა უძლიერესი ნარკოკარტელის ერთერთი ლიდერი ფელიპე კაბრერა.

ზემოხსნებული ოპერაცია მექსიკის პრეზიდენტის ფილიპე კალდერონის ბრძანებით დაიგეგმა. ოპერაციის მიზანია, მექსიკაში ნარკოკარტელების საქმიანობა ალაგმოს.

XS
SM
MD
LG