ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი პაკისტანს ბრალს დებს


კარზაი პაკისტანს ბრალს დებს
კარზაი პაკისტანს ბრალს დებს

კარზაიმ სასწრაფოდ შეწყვიტა ვიზიტი დიდ ბრიტანეთში და სამშობლოში დაბრუნდა.

ქაბულში შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მეზობელ პაკისტანს ემუქრება.

კარზაიმ სასწრაფოდ შეწყვიტა ვიზიტი დიდ ბრიტანეთში და სამშობლოში დაბრუნდა.

ავღანეთის პრეზიდენტი ტერაქტში პაკისტანში მოქმედ სუნიტების ექსტრემისტულ სამხედრო დაჯგუფებას ლაშქარ-ე-ჯანგვის ადანაშაულებს.

ეს ტერორისტული ორგანიზაცია ალ ყაიდას მოკავშირედ ითვლება და შიიტების წინააღმდეგ მოწყობილ არაერთ ტერაქტზეა პასუხისმგებელი.

პაკისტანის მთავრობა არაკანონიერი დაჯგუფების წევრებს წლების განმავლობაში დევნის.

ისლამაბდმა პრეზიდენტ კარზაის უკანასკნელი ბრალდებები უპასუხოდ დატოვა.

სამშაბათს ქაბულის ცენტრში მომხდარ ტერორტისტულ აქტს 55 ადამიანი ესმხვერპლა. თალიბებმა უარყვეს ამ ფაქტთან რაიმე კავშირი და ტერაქტი სასტიკ და დისკრიმინაციულ ქმედებად შეაფასეს.

XS
SM
MD
LG