ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა


ერაყში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა
ერაყში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, სახელმწიფო ბანკთან მომხდარმა ორმა აფეთქებამ 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დაღუპულები ერაყის არმიის და პოლიციის ოფიცრები იყვნენ, რომლებიც ხელფასის ასაღებად იყვნენ მისულები ბანკში.

ანალოგიური თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ტიკრიტში, რომლის დროსაც 30 ადამიანი დაიჭრა.

ერაყის ხელიუსფლების განცხადებით, თავდაპირველად მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, შემდეგ კი კამიკაძემ აიფეთქა თავი სეირის სანახავად მოგროვილ ხალხში.

ტიკრიტი ბაღდადიდან 130 კილომეტრის დაშორებით მდებარე სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქია.

XS
SM
MD
LG