ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინანსური დავა შეერთებულ შტატებში


ფინანსური დავა შეერთებულ შტატებში

რესპუბლიკელებსა და მთავრობას შორის შეთანხმების მიღწევა 2 აგვისტომდე უნდა მოხერხდეს.

შეერთებულ შტატებში კონგრსმენები განაგრძობენ შეთანხმების მცდელობას, რომელმაც ქვეყანას ახალი ფინანსური კრიზისი უნდა აარიდოს.

წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერმა რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის დარწმუნებულიაა გამოსავლის პოვნაში. კონგრესმენებსა და ადმინისტრაციას შორის კონფლიქტი სამთავრობო ხარჯების შემცირებას და გადასახადების გაზრდას უკავშირდება. შეერთებული შტატების ფინანსთა მდივანმა ტიმოთი გეიტნერმაც იმედი გამოთქვა, რომ ადმინისტრაციასა და რესპუბლიკელებს შორის შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

მისი თქმით, ფიქრიც კი არ უნდა იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებს. ბეინერის განცხადებით, სამთავრობო ხარჯები პრეზიდენტმა მომავალი ათი წლის მანძილზე 4 ტრილიონით უნდა შეამციროს. რესპუბლიკელებსა და მთავრობას შორის შეთანხმების მიღწევა 2 აგვისტომდე უნდა მოხერხდეს.

XS
SM
MD
LG