ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსლოში მთავრობის სასახლე ააფეთქეს


ოსლოში მთავრობის სასახლე ააფეთქეს
ოსლოში მთავრობის სასახლე ააფეთქეს

ცეცხლი იქვე მდებარე ენერგეტიკის სამინისტროსაც გაუჩნდა.

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მთავრობის სასახლე ააფეთქეს. სულ ცოტა ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება. ცეცხლი იქვე მდებარე ენერგეტიკის სამინისტროსაც გაუჩნდა.

17-სართულიანი შენობა, რომელშიც პრემიერი ჯენს სტოლტენბერგი იმყოფებოდა, დღეს შუადღეზე ძლიერმა აფეთქებამ შეარყია. ნორვეგიის პრემიერის და მისი ადმინისტრაციის წევრების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. აფეთქების შედეგად, 400-მეტრის რადიუსში მიმდებარე შენობებში მინები ჩაიმსხვრა.

ნორვეგიისთვის პოლიტიკური ძალადობა პრაქტიკულად უცხო რამ არის. ოსლო მსოფლიოში ნობელის პრემიით არის სახელგანთქმული. პოლიციას ეჭვი აქვს, რომ დისტანციური მართვის ნაღმი მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ მანქანაში იყო დამონტაჟებული.

XS
SM
MD
LG