ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში საპორტესტო გამოსვლები გრძელდება


იემენში საპორტესტო გამოსვლები გრძელდება
იემენში საპორტესტო გამოსვლები გრძელდება

ალ-ყაიდას მეომრებსა და იემენის სამთავრობო ჯარებს შორის კი გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ზინჯიბარის ხელში ჩასაგდებად.

იემენში გრძელდება მოწინააღმდეგე მხარეების მიერ საპროტესტო გამოსვლების და მიტინგების სერია. პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მომხრენი სიხარულით შეხვდნენ მის გამოჯანმრთელებას ახლახანს მიღებული ჭრილობების შემდეგ.

ოპოზიცია უკვე დიდი ხანია მოითხოვს გარდამავალი მთავრობის შექმნას. იემენელი დიქტატორი საუდის არაბეთში მკურნალობს პრეზიდენტის სასახლეზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ.

დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება იემენის ვიცე-პრეზიდენტს მასუდ ჰადის აქვს დავალებული.

ამასობაში ქალაქ ჯაარის მახლობლად ალ-ყაიდას პოზიციები დაბომბეს. ალ-ყაიდას მეომრებსა და იემენის სამთავრობო ჯარებს შორის კი გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ზინჯიბარის ხელში ჩასაგდებად.

XS
SM
MD
LG