ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რობერტ გეითსი ავღანეთში ჩადის


რობერტ გეითსი ავღანეთში ჩადის
რობერტ გეითსი ავღანეთში ჩადის

თანამდებობის დატოვების წინ, შეერთებულ შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა.

ქაბულში ჩასვლამდე, სინგაპურში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას, ბატონმა გეითსმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული ავღანელ თალიბებთან მოლაპარაკებების დაწყება.

პენტაგონის ხელმძღვანელის მტკიცებით, ეს მოლაპარაკებები დასავლეთის კოალიციური ძალების წარმეტებების ფონზე შედგება.

ამავე დროს ამერიკელი სამხედროების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თალიბებმა უნდა გაწყვიტონ ყოველგვარი კავშირი ალ-ყაიდასთან და ჩააბარეონ იარაღი, თუ ავღანეთის მომავლის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება სურთ.

აღსანიშნავია, რომ ეს რიტორიკა ივლისში წინასწარ დაგეგემილი ავღანეთიდან ამერიკული ჯარის ნაწილების გამოყვანის ფონზე მიმდინარეობს. ამერიკა თითქმის 10 წელია ავღანეთში ომობს თალიბების მიერ ოსამა ბინ ლადენის შეფრების საბაბით, რომელიც ამას წინად პაკისტანში მოკლეს.

XS
SM
MD
LG