ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოუტარას ინაუგურაცია შედგა


ოუტარას ინაუგურაცია შედგა
ოუტარას ინაუგურაცია შედგა

სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში ახალი პრეზიდენტის - ალასანე ოუტარას ინაუგურაცია შედგა. ქვეყანაში მიმდინარე არეულობების გამო საზეიმო ცერემონიალი 6 თვის დაგვიანებით გაიმართა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ამ ფაქტს აფრიკული დემოკრატიის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს გამართულ საზეიმო ცერემონიალს მასთან ერთად გაეროს გენერალური მდივანი ბaნ კი მუნი და 20-მდე სხვა ქვეყნის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

საფრანგეთის ყოფილი კოლონიის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისი აღინიშნა. ათწლიანი არასტაბილურობის, რამდენიმე ამბოხის, ქვეყნის ორად გაყოფის და წარუმატებელი არჩევნების შემდეგ რესპუბლიკას იმედი აქვს, რომ ახალი პრეზიდენტი ქვეყნის გაერთიანების, მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტი გახდება.

XS
SM
MD
LG