ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ალიანსის სამხედროები დაიღუპნენ


ავღანეთში ალიანსის სამხედროები დაიღუპნენ
ავღანეთში ალიანსის სამხედროები დაიღუპნენ

შეტევაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით დღეს დილით თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად 4 ავღანელი და 5 ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ჯარისკაცი დაიღუპა.

დაშავებულთა შორის არიან 4 თარჯიმანი და 4 სამხედრო პირი. ავღანელი ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილმა ტერორისტმა ჯალალაბადთან მდებარე არმიის ბაზაზე მიიტანა იერიში.

შეტევაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს. ავღანეთის უშიშროების აღნიშნული ქვედანაყოფი ზედიზედ რამდენიმე ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდა.

შეტევები სწორედ იმ პერიოდში გააქტიურდა, როცა ავღანეთის უშიშროება პასუხისმგებლობის გადაბარების ეტაპზე გადავიდა და უცხოეთის ჯარების ქვეყნიდან გაყვანა იგეგმება.

გუშინ ანალოგიური შეტევის დროს, პოლიციის ოფიცრის ფორმაში გამოწყობილმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ყანდაარის პოლიციის უფროსი საკუთარ ოფისში ააფეთქა. აფეთქებისას 2 რიგითი პოლიციელი გარდაიცვალა და 3 დაიჭრა.

XS
SM
MD
LG