ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში სალოცავთან აფეთქება მოხდა


პაკისტანში სალოცავთან აფეთქება მოხდა
პაკისტანში სალოცავთან აფეთქება მოხდა

დაუდგენელმა პირმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლეტზე დაამონტაჟა.

პაკისტანში სუფისტურ სალოცავთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ორმა დაუდგენელმა პირმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლეტზე დაამონტაჟა, რომელიც სალოცავის სიახლოვეს გააჩერეს.

პოლიცის განცხადებით, აფეთქების შედეგად რამდენიმე მაღაზია დაზიანდა, თუმცა სალოცავი უვნებელი გადარჩა. აფეთქების შესახებ კომენტარი გააკეთა ადგილობრივი პოლიციის უფროსმა აჰმად სალემმა.

„მისი თქმით, ორი პიროვნება მოტოციკლეტით მოვიდნენ და თან კონტეინერიც ქონდათ. მოტოციკლეტი სალოცავთან ახლოს გააჩერეს და თვითონ იმ ადგილს გაერიდნენ.“

სუფიურ მიმდინარეობას პაკისტანში ზოგიერთი სამხედრო-ისლამური დაჯგუფება მკვეთრად ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG